ბარსელონამ მადრიდის ატლეტიკოსთან გუშინდელი მატჩის შემდეგ ორი ტრავმა დაადასტურა.
ჟულ კუნდემ მარცხენა ბარძაყის შუა ნაწილის დაზიანება მიიღო. აღდგენის კონკრეტული ვადა არ არის მითითებული, თუმცა სავარაუდოდ ფრანგი ერთ თვემდე იუქმებს.
ალეხანდრო ბალდემ კი მარცხენა ბარძაყის ქვედა ნაწილის დაზიანება მიიღო. ესპანელის მოედანზე დაბრუნებას ასევე დაახლოებით ოთხი კვირა დასჭირდება.
VIDEO: ბარსას დიდ ქამბექამდე ერთი გოლი დააკლდა — ატლეტიკო კოპას ფინალშია