იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რას კარგავს ლეიკერსი მამუს არყოფნით: ამერიკული მედია ქართველ კალათბურთელზე წერს
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

რას კარგავს ლეიკერსი მამუს არყოფნით: ამერიკული მედია ქართველ კალათბურთელზე წერს

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლოს ანჯელეს ლეიკერსის ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა შესაძლოა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან მომავალი დაპირისპირება გამოტოვოს. 


კალიფორნიული გუნდის საეჭვო მოთამაშეთა სიაში 27 წლის ფორვარდი ავადმყოფობის მიზეზით მოხვდა. თუ სანდრო მოედანზე ვერ გავა, ეს მისთვის მიმდინარე სეზონში პირველი გამოტოვებული შეხვედრა იქნება.


მამუკელაშვილმა ამ სეზონში ლეიკერსის ცხრავე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯეი ჯეი რედიკის გუნდში მნიშვნელოვანი როლი მოირგო. ის მოედანზე საშუალოდ 23 წუთს ატარებს, მისი მონაგარი კი 9 ქულა, 4.6 მოხსნა და 1.7 შედეგიანი გადაცემაა. 


აღსანიშნავია, რომ ქართველმა საუკეთესო მატჩი 27 ოქტომბერს სწორედ პორტლენდის წინააღმდეგ ჩაატარა და 17 ქულით პირადი სეზონური რეკორდი დააფიქსირა.


ამერიკული მედიის ცნობით, რედიკს როტაციაში ცვლილებების შეტანა მოუწევს. სანდროს არყოფნაში მწვრთნელს მწყობრში დაბრუნებული ადუ ტიეროს გამოყენება შეუძლია, თუმცა მათ განსხვავებული სტილი აქვთ. მამუკელაშვილი გუნდს წინა ხაზში გაბარიტებით, მოხსნებითა და პერიმეტრიდან ზუსტი ტყორცნებით ეხმარება, ტიეროს ძლიერი მხარე კი ათლეტიზმი და დაცვაში უნივერსალურობაა. ხანგრძლივი პაუზის გამო, ტიეროს მხრიდან ქართველის სრულფასოვნად ჩანაცვლება რთული იქნება.


ლოს ანჯელეს ლეიკერსი პორტლენდს საკუთარ არენაზე 7 ნოემბერს დაუპირისპირდება. კალიფორნიელებს რეგულარულ ჩემპიონატში 9 მატჩიდან 7 გამარჯვება აქვთ და დასავლეთ კონფერენციაში ლიდერთა შორის იმყოფებიან.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

კალათბურთი
nba
სანდრო მამუკელაშვილი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ლუკა შეუჩერებელია - დონჩიჩის რეკორდი და ლეიკერსი კვლავ იგებს

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ლუკა შეუჩერებელია - დონჩიჩის რეკორდი და ლეიკერსი კვლავ იგებს
•კალათბურთი

კალათბურთი

ბექა ბურჯანაძის ახალი კლუბი! - სად გადავიდა ქართველი?

•კალათბურთი

კალათბურთი

ბექა ბურჯანაძის ახალი კლუბი! - სად გადავიდა ქართველი?
•კალათბურთი

კალათბურთი

გოგა ბითაძის დაბრუნება პარკეტზე და ორლანდოს მორიგი მარცხი NBA-ში

•კალათბურთი

კალათბურთი

გოგა ბითაძის დაბრუნება პარკეტზე და ორლანდოს მორიგი მარცხი NBA-ში
•კალათბურთი

კალათბურთი

გიორგი შერმადინის საოცარი შედეგი ევროთასზე!

•კალათბურთი

კალათბურთი

გიორგი შერმადინის საოცარი შედეგი ევროთასზე!
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

05 ნოე, 2026

VIDEO: ლუკა შეუჩერებელია - დონჩიჩის რეკორდი და ლეიკერსი კვლავ იგებს

News image

05 ნოე, 2026

ბექა ბურჯანაძის ახალი კლუბი! - სად გადავიდა ქართველი?

News image

3 სთ წინ

გოგა ბითაძის დაბრუნება პარკეტზე და ორლანდოს მორიგი მარცხი NBA-ში

News image

2 სთ წინ

გიორგი შერმადინის საოცარი შედეგი ევროთასზე!

კომენტარები

ლინკის დაკოპირება