• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რასელმა ავსტრიის გრან-პრიზე პოული მოიპოვა
სხვა სპორტისხვა სპორტი

რასელმა ავსტრიის გრან-პრიზე პოული მოიპოვა

27 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჯორჯ რასელმა ავსტრიის გრან-პრის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო წამებზე დაფიქსირებული სწრაფი წრით პოული მოიპოვა.


ბრიტანელმა ფერარის დუეტს, შარლ ლეკლერსა და ლუის ჰამილტონს, აჯობა. რედ ბულის პილოტი მაქს ვერსტაპენი კი Q3-ის დროს ავარიაში მოყვა და ბარიერს შეეჯახა.


პილოტები პოულისთვის ბრძოლის ბოლო მცდელობებს ასრულებდნენ, როდესაც ვერსტაპენმა მე-9 მოსახვევში მანქანაზე კონტროლი დაკარგა და ბარიერს დაეჯახა.


შედეგად ყვითელი დროშები გააქტიურდა, რამაც ბევრი წრის შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.


მიუხედავად ამისა, კიმი ანტონელიმ, რომელიც Q3-ის პირველი მცდელობების შემდეგ დროებით ლიდერობდა, ყვითელი დროშების გამო ტემპი შეამცირა და დრო ვეღარ გააუმჯობესა.


მისმა თანაგუნდელმა რასელმა კი ყვითელი დროშების ზონაში გავლა მოახერხა (რბოლის შემდეგ აღნიშნა, რომ სიჩქარე შეამცირა) და ლეკლერსა და ჰამილტონს დაახლოებით ორი მეათედით აჯობა.


ფერარის ორივე მრბოლელმა, რომლებიც ტრასაზე ვერსტაპენზე წინ იმყოფებოდნენ, საკუთარი დროებიც გააუმჯობესეს.


ამრიგად, კვირის რბოლისთვის საწყისი ბადის პირველი ოთხეული ასე გამოიყურება: ჯორჯ რასელი, შარლ ლეკლერი, ლუის ჰამილტონი და კიმი ანტონელი.


მათ უკან არიან მაქს ვერსტაპენი, მაკლარენის მრბოლელები, ლანდო ნორისი და ოსკარ პიასტრი, რედ ბულის მეორე პილოტი ისაკ ჰაჯარი, ასევე რეისინგ ბულსის წარმომადგენლები ლიამ ლოუსონი და არვიდ ლინდბლადი.


რბოლა 28 ივნისს, 17:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჯორჯ რასელი
მერსედესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ანტონელიმ სილვერსტოუნზე პოულ პოზიცია მოიპოვა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ანტონელიმ სილვერსტოუნზე პოულ პოზიცია მოიპოვა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

დრამა სილვერსტოუნზე - ლეკლერმა ბრიტანეთის გრან პრი მოიგო

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

დრამა სილვერსტოუნზე - ლეკლერმა ბრიტანეთის გრან პრი მოიგო
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ანტონელიმ ბელგიის გრან პრი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერობა გაიმყარა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ანტონელიმ ბელგიის გრან პრი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერობა გაიმყარა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჯორჯ რასელის კოშმარი და კრახი სპაში

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჯორჯ რასელის კოშმარი და კრახი სპაში
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

04 ივლ, 2026

ანტონელიმ სილვერსტოუნზე პოულ პოზიცია მოიპოვა

News image

05 ივლ, 2026

დრამა სილვერსტოუნზე - ლეკლერმა ბრიტანეთის გრან პრი მოიგო

News image

19 ივლ, 2026

ანტონელიმ ბელგიის გრან პრი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერობა გაიმყარა

News image

20 ივლ, 2026

ჯორჯ რასელის კოშმარი და კრახი სპაში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება