რასინგ სანტანდერის მთავარი მწვრთნელი ხოსე ალბერტო ლოპესი გაკვირვებული დარჩა იმით, რომ სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო პაუზისთვის ვილი სანიოლის 27-კაციან სიაში გიორგი გულიაშვილი ვერ მოხვდა.
გაზაფხულზე მიღებული სერიოზული ტრავმის შემდეგ ქართველი თავდამსხმელი მოედანს დაუბრუნდა და ლა ლიგის მიმდინარე სეზონში რასინგის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა (მათ შორის, ბარსელონასთან კამპ ნოუზე 12 წუთი ითამაშა).
მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი მას ჯერჯერობით ძირითადად ცვლილებაზე ათამაშებს, ესპანელი სპეციალისტი თვლის, რომ გიორგი ნაკრებში მიწვევას იმსახურებდა:
მეგონა, ჩვენი კლუბის უფრო მეტ ფეხბურთელს გამოიძახებდნენ ნაკრებებში. გვყავს მოთამაშეები, რომლებიც იმსახურებენ მიწვევას და ეს მაღონებს, თუმცა, ალბათ არსებობს მიზეზები. გიორგი სტაბილურად იღებდა სათამაშო დროს და მზადაა თამაშისთვის, მიუხედავად ტრავმისა, რის შემდეგაც ფორმაში შედის. ის დაბრუნდება საქართველოს ნაკრებში.
რასინგი, რომელიც სეგუნდა დივიზიონიდან ამოვიდა, ლა ლიგაში მიმდინარე 7 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს და მომდევნო მატჩს 19 სექტემბერს, სტუმრად სელტა ვიგოსთან გამართავს.