ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა ინიგო პერესმა ლა ლიგის მე-6 ტურში მალაგასთან მოგებული მატჩის შემდეგ იმ ინციდენტზე ისაუბრა, რომელიც მატჩის მიწურულს გიორგი მიქაუტაძესა და პაპ გეიეს შორის პენალტის დარტყმას მოჰყვა.
მიმდინარე სეზონში პირველად სათადარიგო სკამიდან ჩართულმა ქართველმა ფორვარდმა (რომელიც 63-ე წუთზე გამოჩნდა და ერთხელ ბურთი ძელსაც გაარტყა) 86-ე წუთზე 11-მეტრიანის შესრულება მოისურვა, თუმცა პაპ გეიემ ბურთი არ დაუთმო და პენალტი თავად დაარტყა. ამ ეპიზოდის შემდეგ მიქაუტაძემ გოლი თანაგუნდელთან ერთად არ აღნიშნა.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ვილიარეალის თავკაცმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
თუ მოედანზე ჟერარდ მორენო არ არის, მაშინ მე ემოციების მომხრე ვარ, ემოციებისა და კონტექსტის. დაე, სიტუაციის მიხედვით გადაწყვიტონ ფეხბურთელებმა. მე დღეს ვნახე პენალტის დარტყმის ორი მსურველი. არა მგონია, ამას გაგრძელება მოყვეს.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით ვილიარეალმა 5 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში გავარდნის ზონას თავი დააღწია. მომდევნო შეხვედრას გუნდი 20 სექტემბერს, ვალენსიურ დერბიში ლევანტეს წინააღმდეგ გამართავს.