მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, თამამად იწინასწარმეტყველა, რომ შაბათს, ინგლისის თასის ფინალში, ერლინგ ჰალანდი უემბლის სტადიონზე არსებულ უგოლო სერიას დაასრულებს.
ესპანელმა სპეციალისტმა სრულიად უგულებელყო ნორვეგიელი ფორვარდის ნეგატიური სტატისტიკა ეროვნულ სტადიონზე და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მას ჩელსის წინააღმდეგ მატჩის წინ.
ქვიზების ლიგა დაიწყო!
მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდმა მანჩესტერ სიტის მაისურით უკვე 161 გოლის გატანა მოასწრო, დიდ ფინალებსა და ნახევარფინალებში მას აშკარა კრიზისი აქვს, 25 წლის თავდამსხმელმა კლუბის რიგებში გამართულ ბოლო 15 ასეთ შეხვედრაში გოლის გატანა ვერ შეძლო, მათ შორის 8 მატჩი (601 წუთი) სწორედ უემბლიზე ჩაატარა. მანჩესტერ სიტი ინგლისის თასის ფინალში ზედიზედ მეოთხედ გადის და წინა ორი ფინალის წაგების შემდეგ (მანჩესტერ იუნაიტედთან და კრისტალ პალასთან), ტიტულის დაბრუნებას გეგმავს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ იუმორით უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ჰოლანდის უგოლო სერიაზე:
კარგია, მიყვარს მსგავსი კითხვები. ხვალ ეს მოხდება. მოწინააღმდეგის მხარეს მსგავს რამეს არ მეკითხებიან, აქ კი კარგია. ხვალ ის აუცილებლად გაიტანს
მანჩესტერ სიტი ამ დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტია ჩელსისთან, რომელიც მიმდინარე სეზონში ევროთასების მიღმა დარჩენის საფრთხის წინაშეა. მარტში არსენალის დამარცხების (2:0) შემდეგ, სიტიმ უკვე მოიგო კარაბაოს თასი და ახლა საშინაო დუბლის შესრულებას უმიზნებს. ამასთან, მანჩესტერული გრანდი ლონდონელებთან უკვე 13 მატჩია დაუმარცხებელია, 2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ. ინგლისის თასის დასრულებისთანავე, პეპ გვარდიოლას გუნდი ისევ პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლას დაუბრუნდება, სადაც ტიტულისთვის არსენალს ებრძვის.