მანჩესტერ სიტის მწვრთნელი შესანიშნავ ხასიათზე იყო, როდესაც ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა შაბათს გასამართი ასოციაციის თასის ფინალი მისი ბოლო ვიზიტი უემბლიზე ამ კლუბთან ერთად.
პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, მიაღწია თუ არა დიდებას სიტიში ყოფნისას, გვარდიოლამ ბიცეფსები დაჭიმა, სანამ ღიმილით უპასუხებდა:
დიახ, რა თქმა უნდა, 10 წელიწადში 19 ტიტული ცუდი არ არის! მათ იციან, არ სჭირდებათ რომ ჩემს წასვლას დაელოდონ, მათ იციან, რომ მე სახალისო (fun) ვიყავი. მე საოცრად სახალისო ვიყავი!
შემდეგ მას ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა შაბათის მატჩი მისი გამოსამშვიდობებელი აკორდი უემბლიზე სიტისთან ერთად. მას შემდეგ, რაც მიანიშნეს, რომ ეს პრესკონფერენციის ბოლო კითხვა იქნებოდა, მან ხუმრობით უპასუხა: "შანსი არაა! კონტრაქტით კიდევ ერთი წელი მაქვს“ და სწრაფი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისკენ.
მანჩესტერ სიტი იმედოვნებს, რომ ასოციაციის თასის ფინალში, უემბლიზე, მესამე ცდაზე მაინც გაუღიმებს ბედი, წინა ორ ფინალურ მატჩში განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ. ჩელსი კი 2018 წლის შემდეგ პირველი სათასო ტიტულის მოპოვებას ეცდება.