გაბრიელ ჟესუსი მიიჩნევს, რომ არსენალის ტიტულების ნაკლებობამ ბოლო სამი სეზონის განმავლობაში პრემიერ ლიგის მოგებაში ხელი შეუშალა.
მარტის სანაკრებო შესვენების მიწურულს, არსენალი პირველი ადგილისთვის ბრძოლისა და ტიტულისთვის ექვსწლიანი ლოდინის დასასრულებლად კარგ პოზიციაშია.
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ არსენალი ზედიზედ სამ სეზონში პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზე გადის და ამ თვის დასაწყისში კარაბაოს თასის ფინალიც წააგეს.
გაბრიელ ჟესუსი ფიქრობს, რომ ერთი ტრიუმფი შეიძლება მეთოფეებისთვის წარმატების გასაღები აღმოჩნდეს.
სიტიში გატარებული დროის გახსენებისას მან თქვა:
პირველი ტიტულის შემდეგ ყველაფერი ადვილი იყო. სიტიში ათი ან მეტი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობდა, 32 წელზე დიდები, მაგრამ მოგებაზე ყველამ თქვა: „კარგი, მინდა." დღეს არსენალში უფრო მეტი ახალგაზრდა მოთამაშეა. ცხადია, მათ პრემიერ ლიგა აქამდე არასდროს მოუგიათ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება და შემდეგ ყველაფერი შეიცვლება. თუ პირველ პრემიერ ლიგას მოვიგებთ , ყველაფერი გაცილებით ადვილი იქნება, რადგან ზეწოლა კვლავ არსებობს.
არსენალის გაუმჯობესების შესახებ ჟესუსმა დასძინა: „ფეხბურთელებმა მეტი უნდა ისაუბრონ, მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე. მიკელ არტეტა ტაქტიკებს გვთავაზობს, მაგრამ მოედანზე ჩვენზეა დამოკიდებული შანსების გამოყენება. ცხადია, ეს ადვილი არ არის, თუმცა, ვფიქრობ, ეს უფრო ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, ვიდრე მწვრთნელზე“.