ჯუდ ბელინგემი 2026 წლის მუნდიალზე საოცრად ათამაშდა.
ნორვეგიასთან შესრულებული დუბლის შემდეგ ბევრს გაუჩნდა კითხვა: თუ ინგლისი ჩემპიონი გახდება, ეკუთვნის თუ არა მას ოქროს ბურთი? მსოფლიო ჩემპიონატს ამ ჯილდოს ბედზე უდიდესი გავლენა აქვს (როგორც მესის შემთხვევაში 2023-ში ან მოდრიჩის დროს 2018-ში), თუმცა ბელინგემისთვის ეს მაინც არ იქნება საკმარისი.
მიზეზი მარტივია: ოქროს ბურთი მთელი სეზონის (2025/26) მიხედვით გაიცემა, ჯუდს კი მადრიდის რეალში ჩავარდნილი წელი ჰქონდა. ეს იყო მისი ყველაზე სუსტი სეზონი ესპანეთში - ლა ლიგაში მხოლოდ 6 გოლი და 4 ასისტი მიითვალა, რეალმა კი მეორე ადგილი დაიკავა და სეზონი საერთოდ უტიტულოდ დაასრულა. ბოლოს გუნდური ტიტულის გარეშე ოქროს ბურთი კრიშტიანუ რონალდუმ 2013 წელს მიიღო, რაც გამონაკლისი შემთხვევა იყო.
თუნდაც ინგლისმა მუნდიალი მოიგოს, ჯილდოს მთავარი ფავორიტი მაინც ჰარი კეინი იქნება. ბაიერნის ფორვარდმა საკლუბო დონეზე ფენომენალური სეზონი ჩაატარა, 61 გოლი გაიტანა და გერმანიაში ყველა შიდა ტიტული მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი რეალზე შორს, ნახევარფინალამდე გავიდა.
ბელინგემის მუნდიალისეული გაელვება საოცარია, თუმცა ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ის ძალიან გვიან ჩაერთო.