რომელია მსოფლიოს საუკეთესო კლუბი? - კითხვა რომელიც ყოველთვის ისმის, მაგრამ გულშემატკივრებს ყოველთვის სხვადასხვა პასუხი აქვთ. როგორც წინა ბლოგში გითხარით, ოპტა ირწმუნება, რომ პასუხი ამ კითხვაზეც გასცა. გუშინდელ ბლოგში ოპტას მიერ გამოვლენილი მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ლიგები წარმოგიდგინეთ - დღეს კი იგივე სისტემით გამოვლენილ საუკეთესო გუნდების რეიტინგს შემოგთავაზებთ.
როგორ მუშაობს ოპტას სიძლიერის რეიტინგი?
Opta Power Rankings არის გუნდების გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც 13500-ზე მეტ მამაკაცთა საფეხბურთო გუნდსა და 2500-ზე მეტ ქალთა კლუბს ანიჭებს ოსტატობის ქულას 0-დან 100-მდე შკალაზე, სადაც 0 ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდია, ხოლო 100 - საუკეთესო.
ორგანიზაციის მტკიცებით, რეიტინგი წერტილს დაუსვამს სხვადასხვა გუნდის გულშემატკივრებს შორის დაუსრულებელ დავას, თუმცა სიის კონტროვერსიულობიდან გამომდინარე, რთული სათქმელია, დაისმევა წერტილი თუ დავა უფრო გამწვავდება.
ოპტას თქმით, Opta Power Rankings ასევე აძლევს გულშემატკივრებს ფასეულ შესაძლებლობას, შეადარონ ქალთა ფეხბურთის უდიდესი კლუბები. მსჯელობთ თუ არა ისეთი კლუბების დომინირებაზე, როგორებიცაა ჩელსი, არსენალი ან მანჩესტერ იუნაიტედი ქალთა სუპერლიგაში, თუ აფასებთ ევროპული გრანდების - ბარსელონასა და ლიონის ძალებს - ეს რეიტინგი გთავაზობთ მკაფიო, მონაცემებზე დაფუძნებულ შედარებას.
წარმოგიდგენთ Opta Clubs Power Rankings-ის პირველ ასეულს:





სად არიან ცხრილში ქართული კლუბები?
ქართული ფეხბურთის ფლაგმანი თბილისის დინამო 71.5 ქულით მსოფლიო რეიტინგის 1336-ე ადგილს იკავებს, თბილისურ გუნდს მხოლოდ ქუთაისის ტორპედო და იბერია 1999 უსწრებენ. გთავაზობთ ეროვნული ლიგის გუნდების განლაგებას მსოფლიო რეიტინგში:
