მადრიდის რეალი ბენფიკას ესპანელი მარცხენა მცველის, ალვარო კარერასის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
COPE-ს ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები ბოლო დღეებში ფასზე შეუთანხმებლობის გამო შენელდა.
კერძოდ, ბენფიკა ითხოვს, რომ რეალმა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა - 50 მილიონი ევრო გადაიხადოს, მადრიდელები კი ფასის შემცირებაზე ცდილობენ ლისაბონელთა დაყოლიებას.
უახლოეს დღეებში მოლაპარაკებები გაგრძელდება. რეალი აქტიურად ცდილობს, კარერასის ტრანსფერი მალევე დახუროს, რათა ესპანელი გუნდს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე დაეხმაროს.
საკუთარ გუნდში ალვარო კარერასის ხილვა რეალის ახალი მთავარი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს პირადი სურვილია, რადგან ის გუნდის მოქმედ მარცხენა მცველებს - ფერლან მენდის და ფრან გარსიას ნაკლებად ენდობა. ca