მადრიდის რეალმა იუვენტუსს ბრაზილიელი ფორვარდი ენდრიკი იჯარით შესთავაზა.
როგორც ავტორიტეტული ინსაიდერი მატეო მორეტო იტყობინება, კლუბებს შორის დიალოგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში შედგა.
თუმცა, იუვეს ხელმძღვანელობამ ამ შემოთავაზებაზე მცირე დაფიქრების შემდეგ უარი თქვა.
გასულ სეზონში ენდრიკმა ლა ლიგაში რეალის მაისურით 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ძირითადად ცვლილებაზე გამოდიოდა და 1 გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში ენდრიკს ბარძაყის ტრავმის გამო ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.