მანჩესტერის ლეგენდარულმა მეკარემ გაშვებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.
სკოტ მაკტომინეი და რასმუს ჰოილუნდი არ უნდა გაგვეშვა. ანტონი სხვა შემთხვევა იყო, ის მანჩესტერის დონეს არასდროს შეესაბამებოდა. კი, პრემიერ ლიგის სადებიუტო მატჩში გაიტანა, მაგრამ მალევე გახდა გასაგები, რომ მას არ აქვს პრემიერ ლიგისთვის საჭირო თვისებები.
ნიდერლანდებში, დომინანტ გუნდში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა იუნაიტედში ტემპი პირველიდან ბოლო წუთამდე არ ვარდება და ზეწოლაც მუდმივია. აქ წარმატების მისაღწევად მეტია საჭირო, რაც მას არ ჰქონდა.
ყველაზე მეტად ჰოილუნდის სიტუაცია მაწუხებს. მჯერა, რომ მას მანჩესტერში სეზონში 25 გოლის გატანა შეეძლო. პრობლემა მასში კი არა, გუნდის თამაშში იყო, სისტემა არ უხდებოდა.
გარნაჩო და რაშფორდი ბურთის მიღებისთანავე დარტყმაზე ფიქრობდნენ, ამიტომ ბურთი ცხრიანამდე ვერ მიდიოდა, არადა, რასმუსი კარგ შერბენებს აკეთებდა.
გულშემატკივრები ამას ხედავდნენ და ამიტომ უყვარდათ ჰოილუნდი, მისი ბრძოლის და თავდადების გამო. თანაც, ყველა მატჩში მოედანზე უწევდა ყოფნა, იმიტომ რომ სხვა ფორვარდი არც გვყავდა.
რა თქმა უნდა, როცა თავდამსხმელი ხარ და გოლებს ვერ იტან, ხალხი ამაზე ლაპარაკობს. თუმცა, სხვა რა უნდა გაეკეთებინა? ვხედავდი, რომ მართლა შეეძლო და როცა ფორმაში იყო, გუნდს ხარისხიანადაც ეხმარებოდა. მიხარია, რომ ის მხოლოდ იჯარით არის წასული.
რაც შეეხება მაკტომინეის, სიმართლე გითხრათ, სათქმელი არაფერი მაქვს: რატომ? უბრალოდ რატომ გაუშვებს ის?", - აღნიშნა დანიელმა მეკარემ.