წლების განმავლობაში საფეხბურთო ინდუსტრია წარმატებით ყიდდა ნოსტალგიას, ძველი სეზონის ფორმებს, რეტრო ბუცებსა თუ გასული საუკუნის ტურნირების ესთეტიკას.
ტეილერ ვილსონი აღნიშნავს, საფეხბურთო კულტურაში ახალი ტალღა იწყება, სადაც ნოსტალგია აღარ არის საბოლოო პროდუქტი, არამედ მხოლოდ ნედლეული სრულიად ახალი იდეებისთვის.
დამოუკიდებელი დიზაინერები საფეხბურთო სამოსის საზღვრებს სცდებიან. მაგალითად, ბრიტანელი დიზაინერი ჰატი კროუთერი ინგლისის ნაკრების მაისურებს კორსეტებად და კაბებად გარდაქმნის, ხოლო ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Cossa NY და Systemarosa, ვინტაჟურ ფორმებს სრულიად ახალ კონცეპტუალურ სამოსად აქცევენ.
ხელოვნებასთან ერთად იცვლება სივრცეებიც. ლონდონში Systems of Play, სეულში Nivelcrack, ოკლენდში Neighborhood Sports Club და ნიუ-იორკში Football Café ქმნიან ადგილებს, სადაც ფეხბურთი, მოდა, ყავა და თამაში ერთ ჭერქვეშ თანაარსებობს.
ამასთანავე, ჩნდება ახალი ინიციატივებიც. ნიუ-იორკულმა ბრენდმა OPHSIDES-მა შექმნა ინოვაციური 1-ზე-1 საფეხბურთო ფორმატი, რომელსაც მხოლოდ ბურთი და წებოვანი ლენტი სჭირდება, რაც ამერიკული ფეხბურთის ძვირადღირებულ სისტემას ალტერნატივას უპირისპირებს. საფეხბურთო კულტურა ვითარდება და მას უკვე ის ადამიანები ქმნიან, რომლებსაც საკუთარი, თანამედროვე ხედვა მოაქვთ.