რიდის გუნდი ევროთასის ლიდერია - რამდენი ქულა ჩააგდო დაძაბულ მატჩში?
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების წევრმა, მარკის რიდმა ევროთასზე მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.
მისმა ბაჰჯეშეჰირ კოლეჯმა ბერძნულ პაოკ-ს უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 3-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა - 84:81.
რიდმა მოგებაში წვლილი 17 ქულით, 3 მოხსნითა და 2 ასისტით შეიტანა. ზოგადად, ყველა ტურნირის ეგიდით, ბოლო 5 თამაშში 16 ქულაზე ნაკლები არ ჰქონია და ჯამურად გუნდს 88 ქულა მოუტანა, რაც საშუალოდ მატჩში 17.6 ქულაა.
5 ტურის შედეგებით, რიდის ბაჰჯეშეჰირი ევროთასის ერთპიროვნული ლიდერია (4 მოგება, 1 წაგება) და უახლოეს მდევრებს 1 მოგებით უსწრებს.
თურქები 3 ნოემბერს სტუმრად შეხვდებიან ერთ-ერთ კონკურენტ გერმანულ ულმს, რომელსაც 3 მოგება და 2 წაგება აქვს.