მადრიდის რეალში ახალი ერა იწყება.
თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ახალ სეზონში მადრიდის რეალს პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გაწვრთნის.
როგორც ესპანური გამოცემა COPE იტყობინება, „განსაკუთრებულის" დანიშვნას რეალი ოფიციალურად ლა ლიგის დასრულებისთანავე დაადასტურებს.
ბენფიკამ მწვრთნელის მოახლოვებული წასვლის შესახებ უკვე ინფორმირებულია და მის შემცვლელსაც ეძებს.
სამეფო კლუბი არწივებს მოურინიოს სანაცვლოდ დაახლოებით 6 მილიონ ევროს გადაუხდის.