მადრიდის რეალისთვის 2025-26 წლების სეზონი წარუმატებლად დასრულდა.
ბარსელონასთან 0:2 მარცხის შემდეგ საბოლოოდ დადასტურდა, რომ მადრიდული კლუბი ზედიზედ მეორე წელია უტიტულოდ რჩება.
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ალვარო არბელოამ მეტოქეს გამარჯვება და ლა ლიგის მოგება მიულოცა, თუმცა აღნიშნა, რომ გუნდმა გულშემატკივრების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს. მისი თქმით, რეალის გერბის დაცვა გაცილებით მეტს ნიშნავს და ფეხბურთელებმა უნდა აჩვენონ, რამდენად მტკივნეულია მათთვის ეს მარცხი.
არბელოამ ასევე განმარტა კილიან მბაპესა და დინ ჰიუსენის არყოფნის მიზეზები. მწვრთნელის თქმით, მბაპე 100%-ით მზად არ იყო და კლუბმა მისი დაყენება აღარ გარისკა. რაც შეეხება ჰიუსენს, მან თავი სუსტად იგრძნო უშუალოდ მატჩისწინ გახურებისას, რის გამოც შემადგენლობიდან ამოვარდა.
თავად არბელოა კლუბთან საუბარს უახლოეს დღეებში გეგმავს. მისი სურვილია, დარჩენილ სამ შეხვედრაში გუნდმა მაქსიმუმი გააკეთოს და შანსი იმ ფეხბურთელებსაც მისცეს, რომლებსაც აქამდე სათამაშო დრო არ ჰქონიათ.