მანჩესტერ სიტი ენცო მარესკას მთავარ მწვრთნელად დანიშვნას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
The Times-ის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტიმ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ენცო მარესკას დანიშვნა ამ კვირაში უნდა დაადასტუროს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ იტალიელი სპეციალისტი ქალაქელებთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო ჩელსი კომპენსაციის სახით დაახლოებით 20 მილიონ ევროს მიიღებს, რადგან მწვრთნელის გაშვების მიუხედავად, ის კლუბთან კონტრაქტით იყო დაკავშირებული.
მანჩესტერ სიტის სათავეში მარესკა პეპ გვარდიოლას შეცვლის.
იტალიელი მანამდე ჩელსის ხელმძღვანელობდა, სადაც 2024 წლის ივლისიდან 2026 წლის იანვრამდე მუშაობდა. მარესკა ასევე მუშაობდა გვარდიოლას ასისტენტად მანჩესტერ სიტიში 2022/23 წლების სეზონში.