ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, როდრიმ, საფრანგეთთან მსოფლიო ჩემპიონატის მუნუმენტური ნახევარფინალის წინ, ლამინ იამალს მოუწოდა, საკუთარი „შფოთვა“ და თავის გამოჩენის ზედმეტი სურვილი გააკონტროლოს.
მანჩესტერ სიტის ნახევარმცველს მიაჩნია, რომ ბარსელონას 19 წლის ვარსკვლავი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა პიკის მისაღწევად სიმშვიდის დაბრუნება სჭირდება.
ვფიქრობ, ის ცოტათი უნდა დამშვიდდეს. ზოგჯერ ამბიცია, რომ ყველაფერი დაამტკიცოს, შფოთვაში გადასდის,“ — განაცხადა როდრიმ.
ის ძალიან ჭკვიანი ბიჭია და ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, თუმცა 19 წლისაა და თამაშის გარკვეულ მომენტებში მისი დამშვიდება გვჭირდება
მიუხედავად იმისა, რომ იამალი ყველაზე ახალგაზრდა ევროპელია, ვისაც დიდ ტურნირებზე 10 მატჩი აქვს მოგებული, ამ მუნდიალზე გოლების ნაკლებობის გამო მას მაინც აკრიტიკებენ.
თავად ფეხბურთელი კრიტიკას მშვიდად ხვდება:
თუ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ, არავის ემახსოვრება, რამდენი გოლი გავიტანე. ევროპის ჩემპიონატიც ისე მოვიგეთ, რომ მხოლოდ ერთი გოლი მქონდა
წინ საფრანგეთთან მძიმე ბრძოლაა. როდრი არ ელის ისეთ ღია თამაშს, როგორიც ერთა ლიგაზე მათი ბოლო შეხვედრა (5:4) იყო: „მსოფლიო ჩემპიონატი სხვა მხეცია. ფრანგები ბევრად სოლიდურები იქნებიან და მათი დაცვის გატეხვა გაგვიჭირდება“.