საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინელ თანატოლებს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.
მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე გაიმართა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე რუმინელთა შემადგენლობაში კრისტიან განეამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მთავარმა მწვრთნელმა გუნდში საინტერესო ახალგაზრდები მიიწვია, მათ შორის: მცველი საბა გოგიძე (სევილია, ესპანეთი), ნახევარმცველები გიორგი ჩიქობავა (დაუნთაუნ იუნაიტედი, აშშ) და დემეტრე ბაკურია (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), ასევე თავდამსხმელი ლუკა შვანგირაძე (რაპიდი, ავსტრია).
გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან. მეორე ამხანაგური მატჩი 4 ნოემბერს, ისევ რუსთავში, 16:00 საათზე გაიმართება.