უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ასტონ ვილასთან 3-1 მოგებული მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიას დიეგო მარადონას შესახებ ჰკითხეს.
"ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა ისტორიაში და ნაპოლიში ის ღმერთივითაა. მე მას ვაფასებ. მისი თამაში არასდროს მინახავს, მაგრამ ვიდეოები მაქვს ნანახი და ვიცი, როგორი დიდებული იყო.
მე ნეაპოლიტანელი ვიყავი, როცა იქ ვთამაშობდი და ის ისე მიყვარს, როგორც ყველა დანარჩენს.
დიეგოს სტილში გოლი? ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გავიტანე და გუნდს დავეხმარე. კარგია, რომ ლამაზი გოლი გამოვიდა, მაგრამ მთავარია გოლი გავიდა და არ აქვს მნიშვნელობა ლამაზი იყო თუ არა.
მთავარია, რომ გუნდმა მოიგო." - უთხრა კვარაცხელიამ Sky Sport-ს.
ენრიკე: "კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშის ყოლა დიდებულია"