საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის მოღვაწეები საქართველოს სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.
მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სპორტის სფეროში გაწეული განსაკუთრებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ჯილდო მათ მიერ გაწეული ღვაწლისადმი დიდი პატივისცემისა და მადლიერების გამოხატულებაა.
სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ:
კობა ახვლედიანს (ჭიდაობა),
ჯემალ არობელიძეს (ჭიდაობა),
ტრისტან გულბიანს (პროფესორი),
დავით კვინიკაძეს (სპორტის მენეჯმენტი),
ბექა ლომთაძეს (ჭიდაობა),
ნოდარ მაკალათიას (ტანვარჯიში),
თეიმურაზ მურღულიას (ჭიდაობა),
ტარიელ მარგველაშვილს (რაგბი),
ნუგზარ მამულაშვილს (ჭიდაობა),
რევაზ რევაზიშვილს (პარასპორტი),
რევაზ ჩაჩხიანსა (ჭიდაობა),
ჯამბულ ღონღაძეს (სპორტის მენეჯმენტი).