• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
რონალდინიოს ნამცეცობა - გორგილაძის ბლოგი
ფეხბურთიფეხბურთი

რონალდინიოს ნამცეცობა - გორგილაძის ბლოგი

15 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ხმა გავარდა თბილისში რონალდინიო ჩამოდისო. სხვებიცო, დიდებიცო, ბუმბერაზებიცო, მაგრამ იმათ ჩამონათვალში მაინც რონალდიონიომ მომჭრა თვალი.


რონალდინიოდ თვითონ გაეცნო მსოფლიოს, თორემ მშობლებისგან მას ერგო სახელი რონალდო დე ასსის მორეირო. ეს მოხდა 45 წლის წინათ, მარტის 21-ში და კაცმა არ იცის რა ვარსკვლავი კიაფობდა მაშინ ცაზე, მაგრამ რაღაცას ნამდვილად უნდა ეუწყებინა კაცობრიობისთვის, რომ „წუხელის ბიჭი დაბადებულა“,  რომელიც მწვანე მინდორზე შეჰქმნის ჯადოსნობებს და ვისაც ფეხბურთი გულით უყვარს, იმას თავს აღარასოდეს დაავიწყებს.


მაგრამ არის კი ეგრე? ნეტავ მართლა არ ავიწყდებათ ხოლმე ასეთები? თაობა რომ მიდის, განა თაობის მეხსიერებასვე არ მიჰყვებიან ლეგენდები? მერე ალაგ-ალაგ გაიხსენებენ ხოლმე ვიღაც-ვიღაცები და იტყვიან, რომ ახლა სადღაა ფეხბურთი... ფეხბურთი იყო ჩემს დროს. აი, რონალდინიო რო შეეხებოდა ბურთს. შეეხებოდა რა, რო მიიკრავდა ბურთს ფეხზე და იწყებოდა ფიზიკის კანონების რღვევა, თუ ფიზიკის კანონების ფეხქვეშ გათელვა.


კი, კი, ადამიანი გულმავიწყი არსებაა და განსაკუთრებით კარგის დავიწყება სჩვევია. თუ ბოლომდე არ ივიწყებს, უფერმკრთალდება ხოლმე ეგ მეხსიერება და საყვარელ ფეხბურთელსაც იოლად ჩაანაცვლებს ვინმე ახლით.


რონალდინოო, შენ ხარ ჩემი ბატონი, ჩამოდისო ლეგენდების მატჩზეო.


ცოტა სევდიანია ხოლმე ჩემთვის გადამდგარი ფეხბურთელების თამაშის ყურება. შესცქერი და იმათი შემხედვარე საკუთარ თავზეც გრძნობ ასაკს. თითქოს ერთით მეტმა ძვალმა დაგიწყო ჭრიალი. შენს ძვლებს ვინ ჩივის, ლამის რონალდინიოს და ფიგუს რევმატიზმებსაც შენ გრძნობ.


და გახსენდება მერე იმათი საუკეთესო წლები და საკუთარი თავიც გახსენდება იმათ საუკეთესო წლებში, რომლებიც იქნებადა შენი საუკეთესო წლებიც იყო.


რა მაგის პასუხია და ამასწინათ ბრაზილიის ნაკრების თავგადაკლული გულშემატკივრის გოდებას გადავაწყდი. სწორედ რონალდინიოზე ჩიოდა. მაგას ფეხბურთი აღარ აინტერესებსო, სამშობლოში გამაგრებულაო, ატორღიალებია ვიღაც თავქარიანებსო, სვამსო, დალოთაობსო, ცეკვავსო და დილამდე სახლში არ შედისო (ამასწინათ იგივე წუხილი ადრიანოზე შემომხვდა, მაგრამ ის საერთოდ ჩაშვებულიაო). იქვე დასძენდა, რომ რონალდინიოს შეეძლო გამხდარიყო მწვრთნელიო, მენეჯერიო, საფეხბურთო დირექტორიო. შეეძლო „თავის სწავლითა სამშობლო გაეხარებინაო“. იმასაც ამბობდა, თვითონ რონალდინიო ამბობს, რომ მაგისი ნამდვილი ცხოვრება ეს არისო, ახლაა ჭეშმარიტად ბედნიერიო.


შე მამაცხონებულო!
ადამიანი სულ იმას გაიძახოდა, ბურთს რომ მივიღებ ყურებში სამბას ჰანგები ჩამესმისო და კარიერის დასრულების შემდეგ ცეკვას უშლი?! არ დაიმსახურა?! კაცმა მოედნებზე სანახაობები დაგიდგა; მინდვრებზე - „გრემიოთი“ დაწყებული „ფლუმინენსეთი“ დამთავრებული სასწაულები მოახდინა; კამპ ნოუზე დღესასწაულები დაგიწესა; ბურთით ვისი მოტყუებაც შეიძლებოდა, ყველა მოატყუა და საიდანაც გოლის გატანას ვერავინ წარმოიდგენა, ყველა მხრიდან გაიტანა და ამ კაცისთვის ერთი კოქტეილი და ქვიშიან სანაპიროზე წამოკოტრიალება გენანება?  სხვა რომ არაფერი იყოს, რონალდინიო შარვალ-კასტუმში და ჰალსტუხით წარმოგიდგენია? ექსელის ფაილში შემძვრალი? კლუბის ბიუჯეტის განხილვის სხდომაზე მჯდომი?  მერე გაგვიკვირდება ეგეთები შვილებს რატომ უწყვეტენ რა ისწავლოს და ვინ გამოვიდესო. შვილებს კი არა, აგერ რონალდინიოს ამუნათებს, შენაო კაბინეტის კაცი უნდა ყოფილიყავი და პლაჟზე გორაობო.


ერთი სიტყვით, რონალდო დე ასსის მორეირო ჩამოდისო.  ჩვენ მას რონალდინიოს სახელით ვიცნობთ. ეტყობა იწყობს ხოლმე ასეთ საფეხბურთო ნამცეცობებს. ესეიგი ჯერ კიდევ აინტერესებს ფეხბურთი. სევდიანი, ოდნავ ღიპიანი, მაგრამ მაინც ფეხბურთი.  ჭკუის მასწავლებლებს კიდევ, რა დალევს.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

დათო გორგილაძე

დათო გორგილაძე

გორგილაძის ბლოგი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

გადაფრენა პაკისტანზე და უკან

•
•სხვა სპორტი
გადაფრენა პაკისტანზე და უკან
•
•სხვა სპორტი

არც ისე კარგი, არც ისე ცუდი და არც ისე ბოროტი - გორგილაძის ბლოგი

•
•ფეხბურთი
არც ისე კარგი, არც ისე ცუდი და არც ისე ბოროტი - გორგილაძის ბლოგი
•
•ფეხბურთი

შიშის ზარები - გორგილაძის ბლოგი

•
•ქართული
შიშის ზარები - გორგილაძის ბლოგი
•
•ქართული

ფეხბურთი რომ არ არსებობდეს - გორგილაძის ბლოგი

•
•ფეხბურთი
ფეხბურთი რომ არ არსებობდეს - გორგილაძის ბლოგი
•
•ფეხბურთი
News image

02 ოქტ, 2025

გადაფრენა პაკისტანზე და უკან

News image

16 სექ, 2025

არც ისე კარგი, არც ისე ცუდი და არც ისე ბოროტი - გორგილაძის ბლოგი

News image

21 ოქტ, 2025

შიშის ზარები - გორგილაძის ბლოგი

News image

30 ოქტ, 2025

ფეხბურთი რომ არ არსებობდეს - გორგილაძის ბლოგი

კომენტარები