ფაბრიციო რომანოს apeople-ს ოფისში ვიზიტის დროს, კრიშტიანუ რონალდუს 2021 წლის სატრანსფერო ამბებზე ვკითხეთ.
მართალია, თქვენგან Here We Go არ მიგვიღია, მაგრამ ბევრი წერს, რომ 2021-ში კრიშტიანუ მან სიტიში გადასვლასთან იყო ახლოს და ყველაფერი სერ ალექსის ზარმა შეცვალა. თქვენი მხრიდან გვსურს ამ ისტორიის მოსმენა, სიმართლეა, თუ არა, რომ რონალდუ სიტიში გადადიოდა?
„კი, აბსოლუტური სიმართლეა. რონალდუს მან სიტისთან ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა, სიტი მზად იყო გადაეხადა ის, რასაც იუვენტუსი ითხოვდა.
თუმცა, რონალდუმ კონტრაქტის გაფორმებამდე პაუზა აიღო და დაცდა არჩია, სავარაუდოდ, მანჩესტერ იუნაიტედს ელოდებოდა.
მარტო სერ ალექსი არა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმაც დიდი როლი შეასრულა რონალდუს დაბრუნებაში, რომელსაც კრიშტიანუს თავის გუნდში ხილვა ძალიან უნდოდა.
როგორც წესი, მსგავსი დიდი ტრანსფერები დიდხანს იწელება, აქ კი ყველაფერი 24 საათში დაიხურა - სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეები იყო - იუნაიტედმა გადაიხადა ის, რასაც სიტი იხდიდა და შეთანხმება შედგა.
კითხვაზე მოკლედ რომ გიპასუხოთ: კი, სიტიში მისი გადასვლა რეალური და ძალიან ახლო იყო." - აღნიშნა იტალიელმა ჟურნალისტმა.