მიშა ტეიტმა რონდა როუზისთან თავის ისტორიულ და მწვავე დაპირისპირებაზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა.
ქალთა შერეული ორთაბრძოლების ლეგენდარულმა წყვილმა სტრაიკფორსსა და UFC-ში საჩემპიონო ქამრისთვის ორჯერ იჩხუბა და ორივეჯერ გამარჯვება რაუზიმ მტკივნეული ილეთით მოიპოვა.
ტეიტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნა, რომ რაუზის მიმართ ძველი ბრაზი მადლიერების გრძნობამ შეცვალა. „ის ჩემი უმთავრესი მტერი და უდიდესი მეტოქე იყო. იმ დროს ეს ყველაფერი ძალიან მაბრაზებდა და მამასრუტებდა, რადგან მისი დამარცხება ვერცერთხელ ვერ შევძელი. თუმცა, ახლა ამ გამოცდილების გამო მხოლოდ მადლიერებას ვგრძნობ. მადლობელი ვარ, რომ მყავდა ადამიანი, ვინც ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამომავლინებინა და საკუთარი თავის რწმენა მომცა“, - განაცხადა ტეიტმა.
ეს განცხადება რაუზის ოქტაგონზე ხმაურიან დაბრუნებას უკავშირდება. გასულ შაბათს, ნეტფლიქსის პირველ MMA ივენთზე, რაუზიმ 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჯინა კარანო სულ რაღაც 17 წამში დაამარცხა.
ბრწყინვალე გამარჯვების მიუხედავად, როუზიმ ბრძოლის დასრულებისთანავე, პირდაპირ ოქტაგონზე გამოაცხადა სპორტიდან საბოლოოდ წასვლის შესახებ. მან აღნიშნა, რომ კარიერის ამაზე უკეთესად დასრულება შეუძლებელი იყო და ახლა მისი მთავარი მიზანი ოჯახზე ზრუნვა და კიდევ რამდენიმე შვილის გაჩენაა.