ჟერარ დეოულოფეუ მუხლის მძიმე ტრავმის გამო 2023 წლის იანვრის შემდეგ ვერ თამაშობს.
31 წლის ფეხბურთელი თითქმის 1000-დღიანი აღდგენისა და დაუღალავი შრომის შემდეგ მოედანს ჯერაც ვერ დაუბრუნდა. ყველაფერი ACL-ის (ჯვარედინი იოგის) გაწყვეტით დაიწყო, რაც ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ბრძოლად გადაიქცა.
რომში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ განვითარებულმა სერიოზულმა ინფექციამ მისი ხრტილის ნაწილი გაანადგურა, რის შედეგადაც ძვალი ძვალზე იშვებდა, ამის გამო კი საფრთხე მისი გრძელვადიანი მობილობის უნარსაც შეექმნა.
ყოველ დილით დეოულოფეუ მარტო ვარჯიშობს უდინეზეს ბაზაზე და ძალისა და რწმენის აღდგენას ცდილობს.
ვიცი, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვცდილობ. შესაძლოა ეს ისტორიაში ყველაზე რთული გამოჯანმრთელებაა. მაგრამ თუ არის ვინმე, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, ეს მე ვარ.
უდინეზე ყოველთვის უჭერდა მხარს მოთამაშეს, დეოულოფეუ კი კვლავ ოცნებობს შავ-თეთრი ფორმით კიდევ ერთხელ თამაშზე.
„როცა ისევ დავბრუნდები მოედანზე, სტადიონი სავსე იქნება. ეს ნამდვილი დღესასწაული იქნება.
ძალიან მახარებს თქვენი სიყვარულითა და მხარდაჭერით სავსე მესიჯები იმ რთულ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვარ. ყველაზე ლამაზი ისაა, რომ ისინი მოდის ყველა იმ კლუბის გულშემატკივრებისგან, სადაც ოდესმე მითამაშია.
მსიამოვნებს ის, რომ ჩემი ფეხბურთით თქვენს გულებში შემოღწევა შევძელი და ახლა თქვენ ამდენი სითბოთი მპასუხობთ.“ - წერს ესპანელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.