VIDEO: ნაპოლიმ ტურის ცენტრალურ მატჩში ინტერი დაამარცხა და ცხრილში გალიდერდა
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში ნაპოლიმ ინტერს დამაჯერებლად მოუგო.
სტადიონ დიეგო არმანდო მარადონაზე გამართული შეხვედრა მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ნაპოლის რიგებში თავი კევინ დე ბრუინმა (პენალტი), სკოტ მაკტომინეიმ ბრწყინვალე დარტყმით და ზამბო ანგისამ მოახერხეს, ინტერიდან კი ერთადერთი გოლი ჰაკან ჩალჰანოღლუმ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.
ნაპოლიმ 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მილანს გადაასწრო, რომელმაც გუშინ პიზასთან დაკარგა ქულები, ინტერი კი 15 ქულით მე-4 პოზიციაზე რჩება, თუმცა ტურის ბოლოს შესაძლოა ოთხეულიდან ამოვარდეს.