Futbol Verileri-ს სტატისტიკით, თურქეთის სუპერ ლიგის მე-10 ტურში ყველაზე მეტი, 25, სპრინტი ბაშაქშეჰირის ქართველმა მარცხენა მცველმა, საბა ხარებაშვილმა შეასრულა.
ამ მაჩვენებლით 18 წლის ფეხბურთელმა ისეთ ცნობილ მოთამაშეებს გაუსწრო, როგორებიც არიან ქერემ აქთურქოღლუ (18), ელდორ შომუროდოვი (18) და ლეანდრო ტროსარი (17).
ახალგაზრდა ტალანტის ბრწყინვალე თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა და თურქულმა გამოცემა Asist Analiz-მა ის ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა, სადაც მასთან ერთად მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მეკარე, ანდრე ონანაც მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში ბაშაქშეჰირმა სამსუნსპორი 5:2 გაანადგურა, ხარებაშვილმა კი ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 25-ე წუთზე მისი გადაცემით ანდრეას სკოვ ოლსენმა ანგარიში 2:1 გახადა, მოგვიანებით კი საბას მეორე საგოლე პასით აბოსბეკ ფაიზულაევმა მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ნური შაჰინი ქართველს დიდ ნდობას უცხადებს. ხარებაშვილი სრულწლოვანი 3 სექტემბერს გახდა და თურქულ გუნდში თამაშის უფლება სწორედ ამის შემდეგ მიიღო.