კაჭრეთში მიმდინარე თბილისის ჩელენჯერის ნახევარფინალში ქართველმა საბა ფურცელაძემ ამერიკელი მარტინ დამ უმცროსი დაამარცხა.
ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოვიდა და სამ სეტს გაგრძელდა - საბოლოოდ, საბამ გამარჯვება 7:5 6:7 (4) 7:6 (7) მოახერხა და ფინალში გავიდა.
აღნიშნულ შეხვედრაში ფურცელაძემ 24 ეისი მოაწოდა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მისმა მეტოქემ კი 21-ხელ მოაწოდა აუღებლად და 5 ორმაგით აჩუქა ქულა მეტოქეს.
ფინალურ დაპირისპირებაში ფურცელაძე, რომელიც ამ ტურნირზე მე-4 ნომრად არის განთესილი, იტალიელ ფედერიკო სინას დაუპირისპირდება, რომელიც თბილისის ჩელენჯერზე მერვე ნომრად განთესეს.
მატჩი ხვალ, 24 მაისს გაიმართება.