თბილისის ჩელენჯერის 1/8 ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა საბა ფურცელაძემ, რომელიც ტურნირზე მე-4 ნომრად არის განთესილი, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მერვედფინალურ მატჩში 23 წლის ფურცელაძის მეტოქე უზბეკეთის სახელით მოასპარეზე სერგეი ფომინი იყო, რომელიც საბამ ორ სეტში 6:3 7:6 (4) დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა.
ფომინთან შეხვედრაში ფურცელაძემ 15 ეისი მოაწოდა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, თავისი მოწოდება არცერთხელ არ წაუგია, მეტოქის კი - ერთხელ მოიგო.
ხვალ, თბილისის დროით დაახლოებით დილის 11:00 საათზე დაიწყება ფურცელაძის 1/4 ფინალური დაპირისპირება, რომელშიც ის 25 წლის ესტონელ დანიილ გლინკას დაუპირისპირდება.