რომის მასტერსის ქალთა ფინალში ერთმანეთს კოკო გოფი და ჟასმინ პაოლინი დაუპირისპირდნენ. მატჩი ამ უკანასკნელის გამარჯვებით 2 სეტში (6-4, 6-2) დასრულდა.
პაოლინიმ კარიერაში მეორე 1000-ქულიანი ტურნირი მოიგო და ამ გამარჯვებით რეიტინგის ტოპ 4-ში ადგილს დაიბრუნებს.
ჟასმინი გახდა ისტორიაში მეორე იტალიელი ქალი, რომელმაც რომის მასტერსი მოიგო. პირველად ეს 1985 წელს რაფაელა რეჯიმ შეძლო.
პაოლინიმ ჩემპიონობის გზაზე გოფთან ერთად სანი, ჟაბორი, ოსტაპენკო, შნაიდერი და სტერნსი დაამარცხა.