რომის მატერსის ფინალში კარლოს ალკარასმა იანიკ სინერი დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
ესპანელმა ჩოგბურთელმა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ორ სეტში 7:6 (5) 6:1 დაამარცხა და იტალიელთან ურთიერთშეხვედრებში კიდევ უფრო დაწინაურდა - 7:4.
ალკარასისთვის ეს კარიერის მე-19 ტიტული და მეშვიდე მოგებული მასტერსია.
კარლოსი გახდა მერვე ესპანელი, რომელმაც რომის მასტერსის მოგება შეძლო მანუელ ორანტესის, ემილიო სანჩესის, ალექს კორეთხას, ხუან კარლოს ფერეროს, ფელიქს მანტილიას, კარლოს მოიას და რაფაელ ნადალის შემდეგ.
რომის მასტერსი თიხაზე გამართული ერთადერთი 1000-ქულიანი ტურნირი იყო, რომელიც ამ დრომდე ალკარასს მოგებული არ ჰქონდა. ამიერიდან, მას ყველა თიხის მასტერსი აქვს მოგებული - მონტე კარლოც, მადრიდიც და რომიც.