• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
საბერძნეთის ახალი ოქროს თაობა
ფეხბურთიფეხბურთი

საბერძნეთის ახალი ოქროს თაობა

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე საბერძნეთის ისტორიული ტრიუმფიდან უკვე 22 წელი გავიდა და ელინელთა ნაკრების უფერულობით აღსავსე გრძელმა პერიოდმაც ეს არნახული მიღწევა შორეულ მოგონებად აქცია, თუმცა ქვეყანას დიდ იმედს აძლევს ნაკრების ფეხბურთელთა ახალი ტალღა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია, დიდ სანაკრებო ტურნირებზე საბერძნეთის მრავალწლიანი არყოფნა დაასრულოს. 


მიმდინარე ერთა ლიგის საწყის მატჩებში „პირატიკო“ დაუმარცხებელია იმის მიუხედავად, რომ ევროპულ გრანდებს, გერმანიასა და ნიდერლანდებს დაუპირისპირდა. საბერძნეთში მოლოდინი პიკს აღწევს, რადგან ეროვნული გუნდის ახალგაზრდა თაობა რეალური წარმატების გარანტი ჩანს.




მას შემდეგ, რაც 2010 წელს ლეგენდარული ოტო რეჰაგელი გადადგა, „გალანოლევკიმ“ რვა მწვრთნელი შეიცვალა. გაქრა ის თაობაც, რომელმაც ევროპის პირველობა მოიგო. დაცვითი სტილის მოტრფიალე ფერნანდუ სანტუშის ოთხწლიანი მოღვაწეობის დასრულების შემდეგ კი განსხვავებული სათამაშო სტილის დანერგვის მცდელობები საშინლად ჩავარდა.


უკანასკნელი დიდი გულისტკენა ბერძნებმა ევრო 2024-ის საგზურისთვის ბრძოლაში ქართველებთან პენალტების სერიაში მარცხისას განიცადეს, 2026 წლის მუნდიალზე გასვლაში კი გუნდს შოტლანდიამ და დანიმ შეუშალეს ხელი.



მიმდინარე წლის დასაწყისში საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ რადიკალური რეფორმა განახორციელა, რომელიც საფუძვლიანად შეეხო ბავშვთა ფეხბურთსაც. პროექტს სახელად „ანაგენისი“ ეწოდა, რაც ხელახალ აღორძინებას, ხელახლა დაბადებას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტრუქტურული სტრატეგია ახალია, ის მრავალი წლის განმავლობაში მუშავდებოდა იმ მიზნით, რათა საფეხბურთო ნიჭით დაჯილდოებული ბევრი ფეხბურთელი აღზრდილიყო.


იანვარში ამ პროგრამის წარდგენისას, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ პროგრამა, რომელიც ბერძნული რეალობის საჭიროებებზეა მორგებული, ფედერაციის მიერ განხორციელებული განსაკუთრებულად ამბიციური ინიციატივაა. იგი ეფუძნება ბიჭებისა და გოგონების სწორ და სისტემატიურ სწავლებას ფეხბურთში მათი პირველივე ნაბიჯებიდან და ასახავს ფედერაციის სტრატეგიულ არჩევანს ახალი ეპოქისკენ.


პროგრამის ჰოლისტიკური მიდგომის ფარგლებში ფედერაციამ ფართო თანამშრომლობა დაიწყო რეგიონულ მწვრთნელებთან, თავისი წვლილი შეიტანეს ქვეყნის წამყვანმა კლუბებმაც, რომლებმაც ამჟამინდელი თაობის ბევრ წარმომადგენელს მისცეს მშობლიურ ქვეყანაში გამოჩენის საშუალება, რითაც დააჩქარეს მათი განვითარება და ევროპული გრანდებისგან სოლიდური ფინანსური შემოთავაზებებიც დაიმსახურეს.


„პირატიკოს“ სერბი მთავარი მწვრთნელი ივან იოვანოვიჩი ბერძნული ფეხბურთის რეფორმის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. მან „ანაგენისის“ პრინციპები სრულად გაიზიარა და ერთა ლიგაზე ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მეტი შანსის მიცემა გადაწყვიტა.



საბერძნეთის ნაკრებს პოზიტიურად წაადგა დიასპორიდან შეგროვებული ფეხბურთელების გეგმაც — კონსტანტინოს კარეცასი ბელგიაში დაიბადა, ნეკტარიოს ტრიანტისი კი - ავსტრალიაში, რომლის ახალგაზრდობრივ ნაკრებებშიც თამაშობდა, ხრისტოს ზაფეირისი ნორვეგიაში გაიზარდა და რამდენიმე იქაურ კლუბში თამაშის შემდეგ, 2025 წელს სამშობლოში დაბრუნებული კარიერაში პირველადაა ბერძნულ კლუბში.


იოვანოვიჩთან ერთად ახლა უკვე მრავალფეროვნებაც არსებობს, რადგან მის მიმართ ყველაზე დიდი კრიტიკა, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ის იყო, რომ სერბ სპეციალისტს ე.წ. გეგმა B არ ჰქონდა და წნეხის ქვეშ მყოფი ეძებდა გამოსავალს…


ვარაუდობენ, რომ ელინურ ფეხბურთში განხორციელებული სისტემური ცვლილებები ევროპის ტოპ-ხუთეულის ლიგებში ბერძენი ფეხბურთელების ახალ ნაკადს შეუწყობს ხელს, მაგრამ საქმე წმინდა საფეხბურთო ნიჭსაც ეხება, რითაც ნამდვილად მდიდარია ახალი თაობა.


სწორედ ამ ზაფხულს, ბერძენი ამომავალი ვარსკვლავებიდან მინიმუმ ექვსმა ფეხბურთელმა ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი ტრანსფერი გამოაცხო: „ბრიუგეს“ გარემარბი ხრისტოს ძოლისი 40 მილიონ ევროდ „არსენალმა“ შეიძინა, იანის კონსტანტელიასი და კონსტანტინოს კარეცასი, შესაბამისად, „პაოკ“-იდან და „გენკიდან“, ჯამში 56 მილიონ ევროდ შეუერთდნენ დორტმუნდის „ბორუსიას“, მეკარე კონსტანტინოს ძოლაკისმა და ნახევარმცველმა ხრისტოს მუზაკიტისმა პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ დატოვეს და პრემიერლიგაში ახლადამოსულ „ჰალ სიტის“ მიაშურეს (ჯამში 28 მილიონ ევროდ), 15 მილიონ ევროდ ღირებულმა ცენტრალურმა მცველმა კონსტანტინოს კულიერაკისმა კი ბუნდესლიგიდან დაქვეითებული „ვოლფსბურგი“ იტალიურ „რომაზე“ გაცვალა. სტეფანოს ძიმასი და ხარალაბოს კოსტულასი გასულ წელს ჩაირიცხნენ „ბრაიტონში“, ასევე შარშან გადავიდნენ ანასტასიოს დუვიკასი და ფოტის იოანიდისი ახალ კლუბებში, შესაბამისად - „კომოსა“ და ლისაბონის „სპორტინგში“.




საბერძნეთის ნაკრების ამჟამინდელ თაობაში რამდენიმე ფეხბურთელს გამოყოფენ, ძირითადად - ძოლისს, კარეცასსა და კონსტანტელიასს, რომლებსაც მხარს კარგად უბამენ უკვე გამოცდილი ფეხბურთელები: დუვიკასი, ციმიკასი, პავლიდისი, პელკასი, მასურასი და კურბელისი. „გალანოლევკის“ დაცვაში საიმედო სახეა „ვესტ ჰემის“ წევრი კონსტანტინოს მავროპანოსი, რომელსაც პარტნიორობას „ოლიმპიაკოსის“ კაპიტანი პანაიოტის რეცოსი ან ზემოთხსენებული კულიერაკისი უწევს ხოლმე.


არსებული ნიჭის მიუხედავად კი მოლოდინებიც ზომიერია, რადგან ელადელთა მეხსიერებაში უკანასკნელი მუნდიალის საგზურის ვერმოპოვება ჯერ კიდევ ცოცხალია, თანაც მარტისა და ივნისის სანაკრებო შესვენებებისას ამხანაგური მატჩებიც უხეირო იყო: გუნდმა პარაგვაისთან და იტალიასთან წააგო, უგრეთთან და შვედეთთან კი ფრედ ითამაშა.


ამგვარად, გერმანიასთან და ნიდერლანდებთან სამ მატჩში აღებული 5 ქულა და  სერბეთთან გამარჯვება საბერძნეთისთვის უკვე ბევრს ნიშნავს. იოვანოვიჩის კრებულის შემტევი პოტენციალი ნამდვილად არაა იმის მანიშნებელი, რომ ბერძნებისთვის ეს ყოველივე ცრუ განთიადია. ახლად ნაპოვნი ძალა ახალგაზრდობისა და გამოცდილების ბალანსს ნიშნავს, რომლითაც ახალი ოქროს თაობის ხელში, „ლურჯ-თეთრებს“ საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მაღალ დონეზე შეუძლია.


პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ერთა ლიგა
საბერძნეთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,ჩვენი მთავარი მიზანი ეს არის" - სვანაძე ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ჩვენი მთავარი მიზანი ეს არის" - სვანაძე ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მამარდაშვილი: ,,ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მამარდაშვილი: ,,ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ამ ნაკრების მჯერა" - ზივზივაძე ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ამ ნაკრების მჯერა" - ზივზივაძე ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: "გამარჯვებას ვიმსახურებდით"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: "გამარჯვებას ვიმსახურებდით"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

,,ჩვენი მთავარი მიზანი ეს არის" - სვანაძე ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის შემდეგ

News image

5 სთ წინ

მამარდაშვილი: ,,ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო"

News image

5 სთ წინ

,,ამ ნაკრების მჯერა" - ზივზივაძე ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის შემდეგ

News image

4 სთ წინ

ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: "გამარჯვებას ვიმსახურებდით"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება