დღეს, 16 სექტემბერს, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი ბათუმი პირველ მატჩს გამართავს.
მატჩი ბულგარეთში ტარდება და გუნდები ბრძოლას მეოთხედფინალური ეტაპიდან ერთვებიან.
ტურნირზე ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ საკვალიფიკაციოს გამარჯვებული ითამაშებს, ხოლო დანარჩენი შვიდი გუნდი ასპარეზობას ფიბა-ევროპის თასზე გააგრძელებს.
მეოთხედფინალში ბათუმის მეტოქე შვეიცარიული ფრიბურგი იქნება და შეხვედრა თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.
გუნდის მთავარი მწვრთნელია ბუბა ბერიშვილი, რომელმაც ახალი სეზონისთვის შემდეგი შემადგენლობა შეკრიბა: გიორგი ოჩხიკიძე, დავით ლომიძე, ნიკოლოზ ოჩხიკიძე, საბა სალაძე, ვაკო წულეისკირი, ვალდი ზეფირი, ლევან ბაბილოძე, კარსონ ბაშამი, დიანისი გრიგორიანი და ლარი ჰოეული.