საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას დუბაიში აგრძელებს და ახალ 2026-27 წლების სეზონს ევროლიგაში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ხმაურიანი მატჩით გახსნის.
ახალი გუნდის შემადგენლობაში თორნიკემ უკვე გაიარა მოსამზადებელი ეტაპი ანტალიაში, სადაც დუბაიმ ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ორი მოიგო. ანტალიური შეკრების დასკვნით მატჩში ეფესთან მოგებულ (79:75) შეხვედრაში შენგელიამ თავისი გუნდის მაისურით 11 ქულა ჩაწერა აქტივში.
სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს დუბაი საშინაო არენაზე 24 სექტემბერს გამართავს და ევროლიგის სასტარტო ტურში მადრიდის რეალს უმასპინძლებს.
ამას მოჰყვება ადრიატიკის ლიგის მატჩი ვენასთან, ხოლო 29 სექტემბერს თორნიკე შენგელია თავის ყოფილ კლუბს, ბარსელონას დაუპირისპირდება, რომელიც დუბაიში ესტუმრება.