საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა საიტმა ტურნირის ისტორიაში 50 საუკეთესო მოთამაშე გამოავლინა, სადაც მეოთხე ადგილი გიორგი შერმადინმა დაიკავა.
ლიგის ისტორიაში პირველი პოზიცია მის თანაგუნდელ მარსელინიო უერტასს ერგო.
საიტზე ხაზგასმულია შერმადინის მეტსახელის წარმომავლობა და მისი უნიკალური სათამაშო სტილიც. აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი 2.16 მეტრია, ბევრ გამთამაშებელზე რბილი ხელი აქვს.
ავტორები აღნიშნავენ, რომ წლების განმავლობაში მან იმდენი მეტოქე გაანადგურა, რომ შერმინატორის მეტსახელი შეერქვა. 2026 წლის აპრილში გიორგი 1 416 ქულით შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მოულოდნელია, რომ უახლოეს მომავალში მას ვინმემ გადაასწროს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი და მარსელინიო უერტასის ტელეპათიური პიკ-ენ-როლები. ეს წყვილი ერთად 2019 წელს ჩავიდა ტენერიფეში და შერმადინი სიმბოლურ ხუთეულში ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში (2020, 2021, 2022 წლებში) მოხვდა, ხოლო მეათე სეზონში კვლავ ვარსკვლავთა ხუთეულში დაასახელეს და ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.
ყველაზე დიდ გუნდურ წარმატებას კი მათ 2022 წელს მიაღწიეს, როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.