პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებებს ოფიციალურ ფორმებზე “საქართველო” ეწერებათ.
ახალი ფორმით ისტორია გრძელდება. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს.
ევრობასკეტ 2025 4 ქვეყანაში (კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი, ლატვია) 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე გაიმართება.
ჩვენი გუნდი C ჯგუფში მოხვდა, რომლის მასპინძელი ქვეყანაც კვიპროსია. მატჩები ქალაქ ლიმასოლში გაიმართება.
C ჯგუფი - ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია, საქართველო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კვიპროსი