• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
სამი დუელი, რომელიც ელ კლასიკოს შედეგს განსაზღვრავს
ფეხბურთიფეხბურთი

სამი დუელი, რომელიც ელ კლასიკოს შედეგს განსაზღვრავს

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ესპანური ფეხბურთის მთავარი დაპირისპირება ბრუნდება - ბარსელონა საკუთარ მოედანზე რეალ მადრიდს უმასპინძლებს.


ჰანსი ფლიკის გუნდს მხოლოდ ერთი ქულა აშორებს ტიტულის ოფიციალურად გაფორმებამდე. ფრეც კი საკმარისი იქნება, რომ ბარსელონამ მათემატიკურად გაინაღდოს ჩემპიონობა, თუმცა გუნდს სეზონის 100 ქულით დასრულების ამბიციაც აქვს. თავის მხრივ, რეალს შეცდომის უფლება აღარ აქვს და ყველანაირად შეეცდება მეტოქეს საჩემპიონო ზეიმი ჩაუშალოს.


სამი მთავარი დუელი, რომელმაც შესაძლოა მატჩის ბედი გადაწყვიტოს:


კუნდე ვინისიუს ჟუნიორის წინააღმდეგ


ფრანგი დისკვალიფიკაციის შემდეგ ძირითად შემადგენლობას უბრუნდება. მისი სისწრაფე და ფიზიკური მონაცემები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ვინისიუსის შესაჩერებლად, რომელიც ბოლო დროს კარგ ფორმაშია - ბრაზილიელმა ბოლო სამ მატჩში 4 გოლი გაიტანა. ბარსელონას მთავარი ამოცანა იქნება, ვინისიუსს სივრცეები არ დაუტოვოს, რადგან მას კონტრშეტევებზე თამაშის ბედის ერთპიროვნულად გადაწყვეტა შეუძლია.


ფერმინ ლოპესი ორელიენ ჩუამენის წინააღმდეგ


ფერმინი ფლიკის ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. მისი აგრესიული პრესინგი და ენერგია დიდ პრობლემებს შეუქმნის ჩუამენის, რომელიც ბოლო დროს კლუბში არსებული დაძაბულობის გამო ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება. ფერმინის უნარი, აიძულოს მეტოქე შეცდომა დაუშვას და სწრაფად შეუტიოს თავისუფალ ზონებს, შესაძლოა მადრიდელებისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს.


პედრი ჯუდ ბელინგემის წინააღმდეგ


მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოედანზე ერთმანეთს პირისპირ ხშირად არ შეხვდებიან, ორივე თავისი გუნდის კრეატიული ლიდერია. პედრი აკონტროლებს თამაშის ტემპს და სიმშვიდეს მატებს ბარსელონას ნახევარდაცვას. ბელინგემს კი, გასული სეზონისგან განსხვავებით, ტრავმების გამო არასტაბილური წელი აქვს, თუმცა ინგლისელი მაინც რჩება იმ მოთამაშედ, რომელსაც კრიტიკულ მომენტში სასწაულის მოხდენა შეუძლია. ვინც ცენტრში დომინაციას შეძლებს, მატჩის შედეგსაც ის განსაზღვრავს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ბარსელონა
ჩუამენი
ელ კლასიკო
ლა ლიგა
ჰანსი ფლიკი
ჯუდ ბელინგემი
კუნდე
პედრი
რეალი
ვინისიუსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფლიკის დიდი დილემა ელ კლასიკოს წინ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფლიკის დიდი დილემა ელ კლასიკოს წინ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპეს გარეშე - რეალის განაცხადი კლასიკოსთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპეს გარეშე - რეალის განაცხადი კლასიკოსთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კაპიტნების პრობლემა მადრიდის რეალში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კაპიტნების პრობლემა მადრიდის რეალში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპული ახალი მწვრთნელისთვის რეალს დაუკავშირდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპული ახალი მწვრთნელისთვის რეალს დაუკავშირდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

ფლიკის დიდი დილემა ელ კლასიკოს წინ

News image

3 სთ წინ

მბაპეს გარეშე - რეალის განაცხადი კლასიკოსთვის

News image

1 სთ წინ

კაპიტნების პრობლემა მადრიდის რეალში

News image

29 წთ წინ

ლივერპული ახალი მწვრთნელისთვის რეალს დაუკავშირდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება