გიორგი გულიაშვილი ივნისის ორივე სანაკრებო შეხვედრას გამოტოვებს. მის ტრავმაზე ინფორმაცია რასინგ სანტანდერმა გაავრცელა.
კლუბის ოფიციალური რეპორტის მიხედვით, ქართველი შემტევი მინიმუმ წინასასეზონო შეკრების დაწყებამდე ვარჯიშს ვერ შეძლებს, დაბრუნების ზუსტი თარიღი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგრესზე იქნება დამოკიდებული.
სოციალური მედია GEO TEAM-ის ინფორმაციით, გულიაშვილს კოჭი აქვს დაზიანებული და მოედანზე გასვლას დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.
შესაბამისად, გულიშა სანაკრებო შეკრებაზე ვერ იქნება და გამოტოვებს როგორც რუმინეთთან (2 ივნისს), ისე ბაჰრეინთან (5 ივნისს) გასამართ მატჩს - ორივე თამაში ამხანაგურია.
ოფიციალურად - გულიაშვილის რასინგი ლა ლიგაში დაწინაურდა