ჩინეთში ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში, სავარაუდო მატჩების გაყალბების გამო, ფეხბურთში საქმიანობა 73 ადამიანს აეკრძალა. ქულები კი 13 პროფესიონალურ კლუბს, მათ შორის ჩინეთის სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონ შანხაი პორტს ჩამოაკლდა.
შანხაი პორტი CSL-ის 2026 წლის სეზონს მინუს ხუთი ქულით დაიწყებს და იმ ცხრა კლუბს შორისაა, რომლებიც ჩემპიონატს ქულების უარყოფითი რაოდენობით დაიწყებენ. გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონ შანხაი შენჰუას 10 ქულა დააკლეს.
სულ 13 კლუბი დაჯარიმდა და ქულები ჩამოაკლდა, რომელთაგან ცხრა ჩინეთის სუპერლიგაში ასპარეზობს.
CSL-ის გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი შანხაი შენჰუა და ტიანძინ ჯინმენ ტაიგერი იმ ოთხი კლუბის სიაში არიან, რომლებიც ლიგის დაარსებიდან (2004 წლიდან) არასდროს დაქვეითებულან. ორივე მათგანი -10 ქულით დაისაჯა. თითოეულ კლუბს ასევე 1 მილიონი იუანის (დაახლოებით 140,000 აშშ დოლარი) ჯარიმა დაეკისრა.
CSL-ის კიდევ სამი კლუბი - ცინდაო ჰაინიუ, ვუჰან თრი თაუნსი და შანდონგ ტაიშანი (ვაკო ყაზაიშვილის გუნდი) - 800,000 იუანით დაჯარიმდა, ხოლო ქულები შესაბამისად შემდეგი რაოდენობით ჩამოაკლდათ: -7, -5 და -6.
ჩინეთის ჩემპიონატის 2026 წლის სეზონი შემდეგი მოცემულობით დაიწყება:
