მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოებში სერიოზული დაპირისპირება იწყება.
უეფა და კონკაკაფი ერთიანდებიან და ფიფასგან რეზერვებიდან 2.1 მილიარდი დოლარის გამოყოფას მოითხოვენ, რათა 211-ვე წევრმა ასოციაციამ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მინიმუმ 10-10 მილიონი დოლარი მიიღოს.
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა და კონკაკაფის ხელმძღვანელმა ვიქტორ მონტალიანიმ ჯანი ინფანტინოს ერთობლივი წერილი უკვე გაუგზავნეს. მათი მტკიცებით, ფიფას პროგნოზირებული 6-მილიარდიანი რეზერვი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ორგანიზაციას უახლოეს წლებში დასჭირდება, ამიტომ თანხა ფეხბურთის გლობალურ განვითარებას უნდა მოხმარდეს.
გარდა ფინანსური მოთხოვნისა, კონფედერაციები ფიფას ფინანსების დამოუკიდებელ აუდიტსა და სრულ გამჭვირვალობას ითხოვენ. ჯანი ინფანტინოზე წნეხი სულ უფრო იზრდება, მით უმეტეს, რომ მარტში ის პრეზიდენტის პოსტზე მეოთხედ იყრის კენჭს. მანამდე კი 15 ოქტომბერს დაგეგმილი ფიფას საბჭოს სხდომა, სავარაუდოდ, უაღრესად დაძაბული იქნება.