Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 9 ივნისს ამხანაგური მატჩი ჩანიშნა.
მეტოქე მონტენეგროს ნაკრები იქნება, შეხვედრა კი პოდგორიცაში (მონტენეგროს დედაქალაქი) გაიმართება.
ეს წლის პირველი ამხანაგური მატჩი იქნება, პირველ ოფიციალურ შეხვედრას კი ჩვენები თბილისში 21 მარტს ლუქსემბურგის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეიოფში გამართავენ.
გამარჯვების შემთხვევაში უკვე 26 მარტს ფინალს ისევ თბილისი უმასპინძლებს და მეტოქე საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გაირკვევა.
ივნისის ამხანაგური შეხვედრა კი უკვე ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპი იქნება.
კომენტარები
16 დღის წინ
22 დღის წინ
27 დღის წინ
12 დღის წინ