იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
საქართველოს ნაკრების პირველი მატჩი - ევრო 1996-ის შესარჩევი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

საქართველოს ნაკრების პირველი მატჩი - ევრო 1996-ის შესარჩევი

15 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

1994 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა - ევრო 1996 წლის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში თბილისს მოლდოვის ნაკრები ეწვია. დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ მატჩსა და სადებიუტო შესარჩევ ციკლს გავიხსენებთ.


1990 წლის 15 თებერვალს საქართველომ ისტორიული არჩევანი გააკეთა - თბილისში, ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნება გადაწყდა. 27 მაისს ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი გამართა - ლიტვას წინააღმდეგ თბილისში გამართული  ამხანაგურ მატჩში დრედ 2:2 დასრულდა. 


1992 წელს საქართველო ფიფას წევრი გახდა, ხოლო 1994 წელს პირველ ოფიციალურ გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა - ევრო 1996-ის შესარჩევი ეტაპი. საქართველო სადებიუტო გათამაშებაში მე-7 ჯგუფში მოლდოვასთან, უელსთან, ბულგარეთთან, გერმანიასთან და ალბანეთთან მოხვდა. 


ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-7 ჯგუფის მოლდოვური საფოსტო მარკა. 1994.


7 სექტემბერს თბილისში გამართული მატჩი ისტორიული იყო ასევე მოლდოველთათვის - ორივე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა თავიანთ პირველ ოფიციალურ მატჩს მართავდა. 


საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა - მთავარმა მწვრთნელმა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, 62 000 გულშემატკივარის წინ შემდეგი შემადგენლობა გაიყვანა: 


ირაკლი ზოიძე, კახი ცხადაძე (კაპიტანი), გიორგი ნემსაძე, მურთაზ შელია, მიხეილ ყაველაშვილი, რევაზ არველაძე, არჩილ არველაძე, გოჩა ჯამარაული, გია გურული, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე.


კი, ორი მცველი, ორი ნახევარმცველი და ექვსი შემტევი. ჩივაძის ნაკრების ძირითადი ბაზა დინამო თბილისი იყო - ძირითადი შემადგენლობიდან იმ დროს დედაქალაქურ კლუბში მხოლოდ კახა ცხადაძე და გია გურული არ თამაშობდნენ. კაპიტანი ფრანკფურტის აინტრახტს წარმოადგენდა, ხოლო გურული ფრანგულ დანკირკს.


საქართველოს შემადგენლობა. საქართველო 0:1 მოლდოვა. 1994.


ქართველი გულშემატკივარი დიდი ანგარიშით გამარჯვებას ითხოვდა. ამისთვის ნაკრებიც გულმოდგინედ ემზადებოდა - დიღმის ბაზა ჟურნალისტებისთვისაც კი დაიხურა.


მატჩი ქართველების დიდი უპირატესობით წარიმართა - გასაკვირი არ იყო, რომ შემტევებით სავსე გუნდი უტევდა: დარტყმები - 30:10. კუთხურები - 17:1. თუმცა ტაიმის ბოლოს ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მოლდოველთა შვიდიანმა საჯარიმოს გარედან დაარტყა, ბურთმა ნემსაძისგან სტუმართათვის იდეალურად აისხლიტა და ზოიძის კარში აღმოჩნდა.


მოლდოველთა კართან იყო გამოუყენებელი მომენტები, მეკარის მოგერიებები, თამაშგარის გამო არჩათვლილი გოლი, თერთმეტმეტრიანის მოთხოვნა, აცილებული თუ ცოცხალ კედელს მოხვედრილი ჯარიმა, ძელი - მოკლედ ყველაფერი გოლის გარდა.


ჩივაძის განკარგულებაში კიდევ 6 მოთამაშე იყო - სათადარიგო სკამზე აკაკი დევიძე, ნუგზარ ლობჟანიძე, ზაზა რევიშვილი, გიორგი ჩიხრაძე, გელა ინალიშვილი და  კახი გოგიჩაიშვილი ისხდნენ. 


საქართველო 0:1 მოლდოვა. 1994.


ინალიშვილმა მეორე ტაიმის სტარტზე გურული შეცვალა - შეტევასა და დაცვას შორის ბალანსი აუცილებელი იყო. 70-ე წუთზე კიდევ ერთი ნახევარმცველი, ზაზა რევიშვილი შემოვიდა. დინამოელმა დინამოელი შეცვალა - მოედანი რევაზ არველაძემ დატოვა და მოედანზე არველაძეების რაოდენობა ორამდე შემცირდა.


შეხვედრა დასრულდა - 0:1. სრული შოკი. ალექსანდრე ჩივაძე პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა - მიზეზად შეუძლოდ ყოფნა დასახელდა. 


ჩვენ დინამოს ორივე მატჩი ვნახეთ კრაიოვას უნივერსიტატეასთან. ვიცოდით, რომ ნაკრების საბაზო გუნდი სწორედ დინამო იყო და ტაქტიკაც ამიტომ ავაგეთ ნანახის მიხედვით.



"მეტოქეს შეგნებულად დავუთმეთ ტერიტორია. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრების აყოლა შეტევებსა და ტემპში კარგს არაფერს მოგვიტანდა… არ ვთვლი, რომ მარცხი ალექსანდრე ჩივაძის ბრალია. უბრალოდ, დღეს თქვენებს ძალიან არ გაუმართლათ“ - განაცხადა მოლდოველთა მთავარმა მწვრთნელმა იონ კარასიმ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.


ჩვენგან პრესის წინ ჩივაძის ერთ-ერთი ასისტენტი ვლადიმერ პანოვი წარსდგა:


რაც შეეხება ტაქტიკას, ყველა გადაწყვეტილება სწორი იყო… 


"უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ამიტომ დავისაჯეთ, მარცხი მხოლოდ ფეხბურთელების ბრალი არ არის, დღევანდელი ანგარიში მსაჯების ბრალიცაა.


ვფიქრობ, ბიჭები ანერვიულდნენ სწრაფი გოლი რომ ვერ გაიტანეს… ფლანგებიდან მეტი უნდა შეგვეტია. თამაშამდე სწორედ ამას ვურჩევდით ფეხბურთელებს. რატომ არ ითამაშა კახი გოგიჩაიშვილმა? ვერაფერს გეტყვით, მე ხომ მთავარი მწვრთნელი არ ვარ.


გია გურულის შეცვლა არ იგეგმებოდა. მან ფეხი იტკინა და მთელი ძალით თამაში რომ ვერ გააგრძელა, ამიტომ გავიყვანეთ… ვფიქრობ, გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების ასპარეზობით კმაყოფილები დარჩნენ. ბულგარეთთან მატჩამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. იქ სხვა ტაქტიკით ვითამაშებთ და დიდი იმედი მაქვს, წარმატებასაც მივაღწევთ."

შემდეგ მატჩებში ჩივაძის შემადგენლობა უკვე ადეკვატური იყო, თუმცა ბულგარეთთან 2:0 დავმარცხდით - მეორე ტაიმში ემილ კოშტადინოვმა ორჯერ გაგვიტანა. მეორე თბილისურ მატჩში კი ბიჭებმა გაილაღეს - 5:0 უელსის წინააღმდეგ.


დინამოზე ქეცბაიამ, ქინქლაძემ, გოგრიჭიანმა და შოთი არველაძემ გაიტანეს.  განსაკუთრებით შთამბეჭდავი ქეცბაიას და გოგრიჭიანის გოლები გამოვიდა - საქართველომ პირველი სამი ქულა იზეიმა. 


შელია, ქეცბაია, ინალიშვილი. საქართველო 5:0 უელსი. 1994.


მეოთხე და მეექვსე ტურში ჩვენთვის აწ უკვე კარგად ნაცნობ ალბანეთს ვძლიეთ - გასვლაზე 1:0, ხოლო შინ 2:0. ტირანაში ერთადერთი გოლი შოთა არველაძემ გაიტანა, თბილისში შოთის ქეცბაც შეუერთდა.


ალბანეთთან მატჩებს შორის თბილისს გერმანია ეწვია - 1995 წლის 29 მარტს გამართულ შეხვედრას დინამოზე 100 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. სტუმრებმა იურგენ კლინსმანის დუბლით 2:0 დაგვამარცხეს.


განმეორებითი შეხვედრა გერმანიაში 4:1 დავთმეთ, მანამდე კი კუნძულზე უელსი გიორგი ქინქლაძის საოცარი გოლით დავამარცხეთ. 96 წლის ევროს შესარჩევის ბოლო საშინაო მატჩში ბულგარეთს 2:1 ვძლიეთ, ხოლო ბოლო ტურში მოლდოვასთან 3:2 დავმარცხდით.


მურთაზ შელია. საქართველო 2:1 ბულგარეთი. 1995.


საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი მე-3 ადგილზე, გერმანიისა და ბულგარეთის უკან დაასრულა: გერმანია - 25 ქულა, ბულგარეთი - 22, საქართველო - 15, მოლდოვა - 9, ხოლო უელსი და ალბანეთი 8-8.


სადებიუტო შესარჩევში ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა ათი მატჩი ჩაატარა, საიდანაც ხუთი მოიგო და ხუთიც წააგო - არანაირი ფრე.


გავიტანეთ 14 გოლი და გავუშვით 13.  4-4 გოლი შოთის და ქეცბას ანგარიშზეა, სამიც ქინქლაძის, თითო-თითოჯერ გოჩა გოგრიჭიანმა და ზაზა ჯანაშიამ გაიტანეს, ერთხელ კი ავტოგოლი დაგვეხმარა.

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვის შეხვდება ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერის 1/8 ფინალში?

•ქართული

ქართული

ვის შეხვდება ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერის 1/8 ფინალში?
•ქართული

ქართული

ლივერპულმა შესაძლოა მამარდა გაყიდოს? - რას წერენ ქართველზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულმა შესაძლოა მამარდა გაყიდოს? -  რას წერენ ქართველზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: რა შედეგით დასრულდა 17-წლამდელთა გადამწყვეტი მატჩი ევროს შესარჩევზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: რა შედეგით დასრულდა 17-წლამდელთა გადამწყვეტი მატჩი ევროს შესარჩევზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების პირველი მატჩი - ევრო 1996-ის შესარჩევი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების პირველი მატჩი - ევრო 1996-ის შესარჩევი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

ვის შეხვდება ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერის 1/8 ფინალში?

News image

1 სთ წინ

ლივერპულმა შესაძლოა მამარდა გაყიდოს? - რას წერენ ქართველზე?

News image

1 სთ წინ

VIDEO: რა შედეგით დასრულდა 17-წლამდელთა გადამწყვეტი მატჩი ევროს შესარჩევზე?

News image

15 წთ წინ

საქართველოს ნაკრების პირველი მატჩი - ევრო 1996-ის შესარჩევი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება