საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში ცნობილია.
გუგეშაშვილი; გოგლიჩიძე, ბერიაშვილი, ლოჩოშვილი; ლობჟანიძე, ეგოიანი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ხარებაშვილი; კვარაცხელია, ქვილითაია.
ეროვნულ გუნდს ხვიჩა კვარაცხელია უკაპიტნებს.
მატჩი 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე იქნება.