VIDEO: შინ წააგეს - ბარსელონამ მურსიასთან მოედნის უპირატესობა დაკარგა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიას ბარსელონამ, ლიგა ენდესას 1/4 ფინალში, მურსიასთან შინ წააგო და სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1.
შეხვედრის დიდი ნაწილი ქულა-ქულაში წარიმართა, საბოლოოდ კი მურსიელებმა გადამწყვეტი წუთები უკეთესად ჩაატარეს და 3-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს - 90:87.
თოკომ 25:07 წუთი ითამაშა - 18 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი. მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 22 შეადგინა, რაც ორივე გუნდში მე-2 მაჩვენებელი იყო - დევიდ დეჯულიუსს 26 ჰქონდა.
შედეგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა და ბარსელონამ, წინა შეხვედრაში მოპოვებული, მოედნის უპირატესობა ისევ დაკარგა. მომდევნო თამაში, 6 ივნისის 23:00 საათზე, მურსიაში ჩატარდება.