• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: ზედიზედ მე-12 და მოედნის უპირატესობა - ფინალურ სერიაში ნიქსი დაწინაურდა
კალათბურთიკალათბურთი

VIDEO: ზედიზედ მე-12 და მოედნის უპირატესობა - ფინალურ სერიაში ნიქსი დაწინაურდა

04 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

NBA-ის 2025-26 წლების სეზონის ფინალურ სერიაში, ნიუ იორკ ნიქსმა სან ანტონიო სპერსი სტუმრად დაამარცხა, სერიაში ანგარიში გახსნა და მოედნის უპირატესობაც გადაიბარა.


მესამე მეოთხედის შუაში ტექსასელთა უპირატესობა 14 ქულა იყო, თუმცა ნიუ იორკელებმა თამაში დაქაჩეს, ბოლო მეოთხედი კი ბევრად უკეთესად ჩაატარეს და 10-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს - 105:95.


"ჩვენში ბევრს ეჭვი ეპარებოდა. გარედან ბევრი ხმაური შემოდიოდა, რაზეც შეგვეძლო, გვეწუწუნა, პროტესტი გვქონოდა, მაგრამ ყოველთვის დარბაზში ვბრუნდებოდით და ჩვენს თამაშზე ვმუშაობდით. არ შეგვიძლია, კმაყოფილები ვიყოთ მხოლოდ იმით, რომ აქ ვართ", - ეს ნიქსის ლიდერ ჯეილენ ბრანსონის მატჩისშემდგომი შეფასებაა.


ბრანსონმა გუნდს 30 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი შესძინა; ვიქტორ ვემბანიამას წინააღმდეგ მოთამაშე კარლ-ენტონი თაუნსს კი ორმაგი დუბლი და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ჰქონდა - 18 ქულა, 12 მოხსნა, 4 ასისტი, 1 დაფარება; ოგუგუა ანუნობიმ 17 ქულა, 3 მოხსნა მიითვალა; ხოლო ლანდრი შამეტმა - 13 ქულა, 1 მოხსნა. ასევე, 5-დან მხოლოდ 1 ბურთი ჩააგდო ჯოშ ჰარტმა, მაგრამ დაცვაში მაგრად ითამაშა და მოხსნებში ორივე გუნდში საუკეთესო იყო - 3 ქულა, 15 მოხსნა, 6 ასისტი, 4 ჩაჭრა, 1 დაფარება.


ნიუ იორკ ნიქსმა პლეი-ოფში ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო, რაც NBA-ის ისტორიაში მე-7 საუკეთესო შედეგია.


ასევე, ნიქსი ისტორიაში პირველი მეტოქეა, რომელმაც სან ანტონიო სპერსს სატიტულო სერიის პირველი მატჩი მოუგო - გრეგ პოპოვიჩის ხელმძღვანელობით, ტექსასელებს 6-დან ექვსივე ფინალში საწყისი შეხვედრა მოგებული აქვთ.


სან ანტონიოელთა მხარეს, ვიქტორ ვემბანიამას საუკეთესო თამაში არ ჰქონია, მაგრამ სტატისტიკა ვემბანიამურია - 26 ქულა, 12 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა, 3 დაფარება; სტეფონ ქასლმა გუნდს 17 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი შეჰმატა; ჟულიენ შამპანიმ - 16 ქულა, 10 მოხსნა, 3 ასისტი; დილენ ჰარპერმა კი - 16 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი.


შედეგად, დიდი ვაშლის ქალაქის წარმომადგენლები ფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდნენ და მოედნის უპირატესობაც მოიპოვეს. შემდეგი მატჩი ისევ სან ანტონიოშია - 6 ივნისის 04:30 საათზე.


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

კალათბურთი ნბა
კალათბურთი
ნიუ იორკ ნიქსი
სან ანტონიო
თაუნსი
ვემბანიამა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

FIBA-ს განახლებული რეიტინგი - საქართველოს დიდი წინსვლა!

•კალათბურთი

კალათბურთი

FIBA-ს განახლებული რეიტინგი - საქართველოს დიდი წინსვლა!
•კალათბურთი

კალათბურთი

ქართული კლუბი კავკასია ევროპულ არენაზე ითამაშებს! - მეტოქეები ცნობილია

•კალათბურთი

კალათბურთი

ქართული კლუბი კავკასია ევროპულ არენაზე ითამაშებს! - მეტოქეები ცნობილია
•კალათბურთი

კალათბურთი

გიორგი შერმადინის ბრწყინვალე დაბრუნება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გიორგი შერმადინის ბრწყინვალე დაბრუნება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მამუკელაშვილის მადლობა დონჩიჩს და ახალი სეზონის მოლოდინები

•კალათბურთი

კალათბურთი

მამუკელაშვილის მადლობა დონჩიჩს და ახალი სეზონის მოლოდინები
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

03 სექ, 2026

FIBA-ს განახლებული რეიტინგი - საქართველოს დიდი წინსვლა!

News image

05 სექ, 2026

ქართული კლუბი კავკასია ევროპულ არენაზე ითამაშებს! - მეტოქეები ცნობილია

News image

05 სექ, 2026

გიორგი შერმადინის ბრწყინვალე დაბრუნება

News image

20 სთ წინ

მამუკელაშვილის მადლობა დონჩიჩს და ახალი სეზონის მოლოდინები

კომენტარები

ლინკის დაკოპირება