საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის B ლიგის მეორე მატჩში, ანდორას 1:0 მოუგო.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი, 42-ე წუთზე, სანდრო კუნჭულიამ გაიტანა. შედეგად, ჩვენმა გუნდმა 2-დან მე-2 თამაშში გაიმარჯვა - პირველ ტურში, სან მარინოს აჯობეს.
საქართველო: მათე ჭელიძე, ლუკა შარიქაძე, საბა კილაძე, ანდრია ლოლუა, ანდრია ფოცხვერია, სანდრო კუნჭულია, საბა ავდოევი, გიორგი ჯამარაული (ნიკოლოზ ხატოიანი; 68), გიორგი გერგედავა (საბა შარვაშიძე; 77), რეზი გაზდელიანი (გიორგი ლაგვილავა; 69), სანდრო მიქაუტაძე. მთ. მწვრთნელი: სანდრო კობახიძე.
შედეგად, 2 ტურის შემდეგ, ქართველებს 6 ქულა აქვთ და ჯგუფის ლიდერები არიან, სან მარინო 3 ქულითაა, უელსსა და ანდორას კი 1-1 ქულა აქვთ.
17-წლამდელთა ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს 16 აპრილს, ისევ აკვავივაში, გამართავს უელსთან, რომელმაც ჯერ ანდორასთან 0:0 ითამაშა, დღეს კი მასპინძელ სან მარინოსთან 0:1 დამარცხდა.
ცნობისთვის, სან მარინოში მიმდინარე ტურნირზე მიღწეული შედეგი გავლენას იქონიებს შემდეგ 19-წლამდელთა სარეიტინგო მდგომარეობასა და მომდევნო შესარჩევის წილისყრის პროცესზე.
ფოტო: NAKREBI.GE