შონ სტრიკლენდი UFC-ის მატჩმეიქერ შონ შელბის მწვავედ აკრიტიკებს.
შუა წონის მოქმედმა ჩემპიონმა პოდკასტში სტუმრობისას ორგანიზაციის შიდა სამზარეულოზე და მებრძოლებზე განხორციელებულ მძიმე ზეწოლაზე ისაუბრა.
სტრიკლენდის თქმით, შელბი სპორტსმენებს ბრძოლებს ხშირად მხოლოდ ორი კვირით ადრე სთავაზობს, უარის შემთხვევაში კი მათ თვეების განმავლობაში დასჯის მიზნით უბლოკავს ოქტაგონზე გამოსვლის შანსს. ჩემპიონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკლევადიან გამოძახებებზე დათანხმება მებრძოლს ფინანსურად ეხმარება, თუმცა მოუმზადებლად ჩხუბი კარიერისთვის უდიდეს რისკებს შეიცავს. თავად სტრიკლენდს მსგავსი გამოცდილება არაერთხელ ჰქონია და მიაჩნია, რომ UFC-ის მენეჯმენტი ამ სიტუაციას ბოროტად იყენებს.
შონმა მატჩმეიქერის მისამართით საკმაოდ ხისტი განცხადება გააკეთა:
ეს ტიპი უბრალოდ დაუნდობელია. შეიძლება მოსაწყენი ბრძოლა ჩაატარო და ამის გამო რვა თვე სკამზე დაგსვას. ან დაგირეკოს ჩხუბამდე ორი კვირით ადრე და შემოთავაზებაზე უარის თქმის გამო კვლავ გაგაჩეროს. მე ამას როგორც მეგობარი ისე ვამბობ, შონ, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ რეალურად ყველას ეზიზღები