ჯასტინ გეიჟისთან მარცხისა და საჩემპიონო ქამრის დაკარგვის შემდეგ, ილია თოფურიას მომავალი კვლავ განხილვის მთავარი თემაა.
ამჯერად, UFC-ის ლეგენდამ, დემეტრიუს ჯონსონმა, ქართველ მებრძოლს ოქტაგონზე მაგომედ ზაინუკოვთან შეხვედრა ურჩია.
ისლამ მახაჩევის თანაგუნდელმა ზაინუკოვმა აბუ-დაბის ტურნირზე სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა და პოლონელი დამიან ჟეპეცკი დამაჯერებლად დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ დაღესტნელმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ნებისმიერი გამოწვევისთვის მზადაა და თოფურიასთან დაპირისპირების სურვილი ღიად გამოთქვა.
სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა დემეტრიუს ჯონსონი საკუთარ იუთუბ-არხზე და პოტენციური მატჩის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
ეს ბრძოლა ძალიან მომწონს. ილიამ ჯასტინ გეიჟისთან ახლახან წააგო და მისთვის ახლა მსუბუქ თუ ქვემსუბუქ წონებში ბევრი შესანიშნავი ვარიანტია. ჩანკოსა და თოფურიას დაპირისპირების ხილვა ნამდვილად გამიხარდებოდა
ილია ამჟამად მსუბუქი წონის რეიტინგში პირველ ნომრად რჩება, თუმცა მისი მომავალი გეგმები და ოქტაგონზე დაბრუნების ზუსტი დრო ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.