ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საული ატლეტიკოსთან კონტრაქტს წყვეტს და მადრიდში გატარებული 17 წლის შემდეგ კლუბს ტოვებს.
ესპანელი ნახევარმცველი კარიერას ტრაბზონსპორში გააგრძელებს. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა.
თურქული პრესის ცნობით, ტრანსფერი ოფიციალურად მომავალ კვირაში გამოცხადდება.
30 წლის საულმა ატლეტიკოში 400-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და გუნდთან ერთად 6 ტიტული მოიგო.
საულ ნიგესი როხიბლანკოს მთავარ გუნდში 2012 წლიდან ასპარეზობდა, სხვადასხვა პერიოდში კი იჯარის წესით რაიო ვალეკანოში, ჩელსისა და სევილიაში ითამაშა.